ბრიტანეთის თემთა პალატის სპიკერმა თანამდებობა დატოვა

ბრიტანეთის თემთა პალატის სპიკერმა ჯონ ბერკოუმ პარლამენტში 10 წლიანი მუშაობის შემდეგ, თანამდებობა დატოვა.

”31 ოქტომბერს, სპიკერ ჯონ ბერკოუს მუშაობის ბოლო დღე იყო ამ თანამდებობაზე. დეპუტატებმა სპიკერს მადლობა გადაუხადეს”, – ნათქვამია თემთა პალატის განცხადებაში, რომელიც მიკრობლოგ “ტვიტერზე” გამოქვეყნდა.

ჯონ ბერკოუმ ჯერ კიდევ სექტემბერში განაცხადა, რომ ბრიტანეთის თემთა პალატის სპიკერის თანამდებობას 31 ოქტომბერს დატოვებდა.

როგორც ბერკოუმ განმარტა, 2017 წლის არჩევნებში მან თავის მეუღლეს და შვილებს პირობა მისცა, რომ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას უკანასკნელად მიიღებდა და ის ამ დაპირების შესრულებას გეგმავს.

ბერკოუ პირველად ბრიტანეთის პარლამენტის წევრი 1997 წელს გახდა. 2009 წლიდან ის პარლამენტის სპიკერია. სანამ ბერკოუ სპიკერი გახდებოდა, დიდი ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის წევრი იყო.

2007 წელს მედიაში გავრცელდა დეზინფორმაცია, რომ ბერკოუ “ლეიბორისტულ პარტიაში გადასვლას გეგმავდა, მაგრამ ეს ინფორმაცია არ დადასტურდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად