ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი: რუსეთმა ყირიმის ანექსიისა და აშშ-ს არჩევნებში ჩარევისთვის უნდა გადაიხადოს

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი მიიჩნევს, რომ დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ, ლონდონი და მისი მოკავშირეები „ძალის“ გამოყენებისთვის მზად უნდა იყვნენ. ინფორმაციას გამოცემა Times-ი და სააგენტო Reuters ავრცელებს.

სტატიის მიხედვით, რომელიც გამოცემისა და სააგენტოს რედაქტორებმა ნახეს, დეპარტამენტის ხელმძღვანელი აცხადებს: „Brexit-ის შემდეგ, გაერთიანებული სამეფო და მისი მოკავშირეები მზად  უნდა იყვნენ, რომ საკუთარი ინტერეების დასაცავად “მძიმე ძალა” გამოიყენონ.

“მშვიდობისა და ომის საზღვრები ბუნდოვანი ხდება”, – ნათქვამია სააგენტო “როიტერისა” და “თაიმსის” სტატიაში. მედიის ცნობით, უილიამსონი შექმნილ ვითარებაში რუსეთსა და ჩინეთს ადანაშაულებს.

მოსკოვთან ურთიერთობების შესახებ საუბრისას თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ ისინი კვლავ დაძაბულნი არიან ისეთი საკითხების გამო, როგორიცაა “ყირიმის ანექსია”, “ამერიკის შეერთებულ შტატების ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევა”, ასევე რუსეთის სამხედრო დაზვერვის ყოფილი პოლკოვნიკის სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის იულიას ე.წ  ნერვის აგენტის მოწამვლის გამო.

“რუსეთმა ასეთი ქმედებებისთვის უნდა გადაიხადოს,” -ციტირებს სააგენტო Reuters-ი უილიამსონის სიტყვებს.

„როიტერის“ ცნობით, კონკრეტულ მაგალითებზე დაყრდნობით, უწყების  ხელმძღვანელმა ასევე დასძინა: დასავლეთის ქვეყნები, ოფიციალური მონაცემებით, ვერ უგულებელყოფენ მათ, ვისაც დახმარება სჭირდებათ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...