ბრიტანეთის შს მინისტრმა ჯულიან ასანჟის აშშ-ში ექსტრადიციაზე მოთხოვნას ხელი მოაწერა

ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა საჯიდ ჯავიდმა „ვიკილიქსის“ დამფუძნებლის ჯულიან ასანჟის აშშ-ში ექსტრადიციის თაობაზე მოთხოვნას ხელი მოაწერა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელზე დაყრდნობით ავრცელებს.

“გუშინ ექსტრადაციის თაობაზე დოკუმენტს ხელი მოვაწერე და საქმეს სასამართლო ხვალ განიხილავს”, – განაცხადა მინისტრმა და დასძინა, რომ საკითხის გადაჭრა სასამართლოს შეუძლია.

11 ივნისს, აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტმა ბრიტანეთს WikiLeaks- ის დამფუძნებელ ჯულიან ასანჟის ექსტრადიციის მოთხოვნით ოფიციალურად მიმართა.

ამა წლის 31 მაისს, გაერო-ს სპეციალურმა მომხსენებელმა წამებისა და არასათანადო მოპყრობის საკითხებში ნილს მელცერმა განაცხადა, რომ WikiLeaks- ის დამფუძნებელი, ჯულიან ასანჟი აწამეს.

მისი თქმით, ჯულიან ასანჟს ფსიქოლოგიური წამების დამადასტურებელი ყველა სიმპტომი აქვს, კერძოდ, ქრონიკული შფოთვა, სტრესი და “გამოხატული ფსიქოლოგიური ტრავმა.”
გაეროს მეშვიდე მომხსენებელი ამტკიცებს, რომ ეს სიმპტომები შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს.

“ასანჟში, თქვენ შეგიძლიათ ხანგრძლივი ტანჯვის ყველა სიმპტომი დაინახოთ”,- დასძინა მელცერმა.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ასანჟი ექიმების ზედამხედველობით ქვეშ იმყოფება.

მიკრობლოგ Twitter- ზე გავრცელებულ განცხადებაში WikiLeaks- ი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ციხეში ჯულიან ასანჟის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. მან შვიდი კვირის განმავლობაში საგრძნობლად დაიკლო და ჯანმრთელობის პრობლემების გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...