ბრიტანეთის რეკომენდაციაა, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინით არ აიცრან 30 წელზე უმცროსი ასაკის მოქალაქეები

დიდი ბრიტანეთის წამლების და სამედიცინო პროდუქციის მარეგულირებელი სააგენტოს რეკომენდაციაა, რომ ოქსფორდის უნივერსიტეტის და კომპანია „ასტრაზენეკას“ კოვიდ-ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინით არ აიცრან 30 წელზე უმცროსი ასაკის მოქალაქეები და მათ ალტერნატიული ვაქცინა შესთავაზონ.

რეკომენდაციის საფუძველია თრომბის წარმოქმნის შესაძლებლობა. სააგენტოს მონაცემებით, 31 მარტის ჩათვლით, დიდ ბრიტანეთში გაკეთებულია „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 20 მილიონზე მეტი დოზა. აცრიდან ორი კვირის განმავლობაში, თრომბოზი განუვითარდა 79-ს, ძირითადად, 60 წლამდე ასაკის ქალებს. 19 გარდაიცვალა.

ბრიტანელი ექსპერტების თანახმად, არ არსებობს მყარი მტკიცებულება, რომ თრომბს ვაქცინაცია იწვევს, თუმცა, მთავარი პრიორიტეტი საზოგადოებრივი უსაფრთხოებაა და 30 წელზე უმცროსი ასაკის მოქალაქეებისთვის ალტერნატიული ვაქცინის შეთავაზების რეკომენდაცია სიფრთხილის ზომაა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...