ბრიტანეთის ყველაზე მდიდარი ადამიანი მტვერსასრუტების მწარმოებელი კომპანიის დამაარსებელი გახდა

დიდი ბრიტანეთის ყველაზე მდიდარი ადამიანი, მტვერსასრუტების მწარმოებელი კომპანია Dyson Ltd.-ის დამაარსებელი 71 წლის ჯეიმს დაისონი გახდა.

ექპერტების მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2019 წლის განმავლობაში, მისი ქონება 4,52 მილიარდი აშშ დოლარით გაიზარდა, ხოლო Bloomberg Billionaires Index-ის ბოლო განახლების მიხედვით, მისი ქონება ერთ დღეში 3,41 მილიარდი აშშ დოლარით გაიზარდა.

Bloomberg-ში ასეთ სწრაფ ზრდას იმით ხსნიან, რომ 2018 წლის მონაცემების მიხედვით, კომპანია Dyson Ltd.-ის ბრუნვა გასულ წელს 28%-ით გაიზარდა, ხოლო მისმა შემოსავალმა პირველად გადააჭარბა 1 მილიარდ ევროს, რაც 33%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

Bloomberg-ის ექსპერტების მოსაზრებით, დაისონის საერთო ქონება ახლა 13,8 მილიარდ აშშ დოლარს შეადგეს, რაც რეიტინგის წინა ლიდერის, ქიმიური ჰოლდინგ Ineos დამფუძნებლისა და ძირითადი მმართველის ჯიმ რეტკლიფის ქონებასთან შედარებით, 700 მილიონი აშშ დოლარით გაზრდილი მაჩვენებელია. დიდი ბრიტანეთის ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგის მესამე ადგილს კი ჰიუ გროსვენორი იკავებს, იგი ვესტმინსტერის მერვე ჰერცოგია. მის მფლობელობაში არსებული მიწების საერთო ღირებულება 12,4 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. 2018 წლამდე კი სწორედ ის მიიჩნეოდა ქვეყნის ყველაზე მდიდარ ადამიანად.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...