ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი: ევროკავშირს Brexit-ის გადადება სურს

ევროკავშირი ემზადება, რომ ბრიტანეთს Brexit-ის თარიღის გადადება შესთავაზოს. ამის შესახებ ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერმინისტრმა გორდონ ბრაუნმა განაცხადა. იგი ირწმუნება, რომ ამის შესახებ ევროკავშირის ლიდერებისგან შეიტყო. ინფორმაციას The Telegraph ავრცელებს.

მისი თქმით, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ასევე ცდილობს, ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის პროცესი გადაიდოს.
ბრაუნის განმარტებით, ამგვარი წინადადება მოწმობს, რომ ევროკავშირი მოლაპარაკებების გასაგრძელებლად მზად არის.
”ვფიქრობ, მომავალ კვირას ევროკავშირი 31 ოქტომბრისთვის დაგეგმილ ვადაზე უარს იტყვის”, – აღნიშნა ბრაუნმა.
ყოფილი პრემიერმინისტრი დასძენს, რომ ევროპელი კომისრები ასევე არ აპირებენ, ვადის შენარჩუნება დაჟინებით მოითხოვონ.

Brexit– ის საკითხებში ყოფილმა მინისტრმა დევიდ დევისმა განაცხადა, რომ ევროკავშირი ცდილობს, Brexit-ის საკითხზე შეთანხმების გარეშე გასვლა თავიდან აიცილოს.
”როგორც ვთქვი, მათ გარიგების გარეშე გასვლით გაცილებით ეშინიათ, ვიდრე ჩვენ”, – აღნიშნა დევისმა.
ევროკომისიის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის თარიღი შესაძლოა კიდევ გადაიდოს.
Brexit-ი სავარაუდოდ მარტში უნდა მომხარიყო, მაგრამ პარლამენტსა და დიდი ბრიტანეთის მთავრობას შორის გასვლის პირობების შესახებ შეთანხმების თანახმად, ევროკავშირი ქვეყანამ 31 ოქტომბრამდე უნდა დატოვოს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...