ბრიტანეთის პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ტიტულები ჩამოერთვათ

ბრიტანეთის პრინცი ჰარი და მისი მეუღლე მეგან მარკლი”სამეფო უმაღლესობის” ტიტულის გამოყენებას წყვეტენ. გარდა ამისა, ისინი გადასახადის გადამხდელთაგან დახარჯულ დაახლოებით 2.4 მილიონ ფუნტს (3.1 მილიონი აშშ დოლარი) დააბრუნებენ, რომელიც საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად დასჭირდათ. ასევე, ჰერცოგი და ჰერცოგინია სახელმწიფოს მხრიდან ფინანსურ მხარდაჭერაზე უარს ამბობს,-ინფორმაციას სააგენტო Bloomberg-ი ბუკინგემის სასახლის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მხარეთა მიერ მიღწეული შეთანხმების თანახმად, სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია ოფიციალური სამეფო მოვალეობების შესრულებას წყვეტენ, მათ შორის სამხედრო საკითხზე დანიშვნებთან დაკავშირებით, მაგრამ ისინი კერძო საქველმოქმედო ორგანიზაციებში თავიანთი საქმიანობის გაგრძელებას შეძლებენ.

იმის მიუხედავად, რომ წყვილი ოფიციალურად სამეფო ოჯახს აღარ წარმოადგენს, ისინი ირწმუნებიან, რომ თავიანთი ქმედებებით “მისი უდიდებულესობის ღირებულებების მხარდაჭერას გააგრძელებენ”.

”ჰარი, მეგანი და არჩი (პრინც ჰარის და მეგან მარკლის ვაჟი – “აიპრესი”) ყოველთვის ჩემი ოჯახის საყვარელი წევრები იქნებიან”, – ნათქვამია დიდი ბრიტანეთის დედოფლის ელისაბედ II-ის განცხადებაში.

როგორც მან აღნიშნა,  ესმის პრობლემის არსი, რომ სამეფო წყვილის ცხოვრება დიდი ყურადღების ქვეშ მოექცა. დედოფალი დამოუკიდებლად ცხოვრების თაობაზე მათ სურვილს მხარს უჭერს.

ელისაბედ მეორემ ასევე იმედი გამოთქვა, რომ მიღწეული შეთანხმება საშუალებას მისცემს მათ, “ბედნიერი და მშვიდობიანი ახალი ცხოვრება” დაიწყონ. როგორც დედოფალმა აღნიშნა,”იგი განსაკუთრებით ამაყობს იმით, თუ რამდენად სწრაფად გახდა მეგან მარკლი სამეფო ოჯახის წევრი”.

ბუკინგემის სასახლის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში, წყვილმა მადლობა გადაუხადა ელისაბედ II- ს და სამეფო ოჯახს მხარდაჭერისთვის, რადგან ისინი “ახალ ცხოვრებას იწყებენ”.

ცნობისთვის, პრინცმა ჰარიმ და მისი მეუღლემ, სამეფო ოჯახის „მაღალი რანგის“ წევრების სტატუსზე უარი თქვეს.

“ვაპირებთ, შევწყვიტოთ სამეფო ოჯახის მაღალი რანგის წევრების მოვალეობის შესრულება და ვიმუშაოთ, რათა  ფინანსურად დამოუკიდებლები გავხდეთ და ასევე, გავაგრძელოთ მისი უდიდებულესობის, დედოფლის სრული მხარდაჭერა”,- ნათქვამია მათ ერთობლივ განცხადებაში.

თარგმანი: თაკო ჩხაიძე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად