ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ემანუელ მაკრონთან შეხვედრისას ფეხი მაგიდაზე შემოდო

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან შეხვედრის დროს ელისეის სასახლეში, მაგიდაზე, რომელთანაც ორივე პოლიტიკოსი იჯდა, ფეხი შემოდო. შესაბამისი კადრები ჟურნალისტებმა ინტერნეტში გაავრცელეს.

კადრებზე, რომელიც Daily Mail-მა გამოაქვეყნა, ჩანს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტთან შეხვედრის დროს, საუბრის განმავლობაში ბორის ჯონსონმა რაღაც მომენტში თავისი მარჯვენა ფეხი პატარა მაგიდის კიდეზე შემოდო.

ტელეკომპანია Sky News-ის კორესპონდენტი ტომ რაინერი აცხადებს, რომ შესაძლოა ეს პატარა მაგიდა ფეხების შემოსაწყობად გამოიყენება, თუკი ამის სურვილი ბრიტანეთის პრემიერმინისტრს ექნებოდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...