ბრიტანეთის პრემიერმა, ვაქცინის შექმნის ცენტრისთვის 110 მლნ აშშ დოლარის გამოყოფის შესახებ განაცხადა

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ 93 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს ცენტრისთვის, რომელიც ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნაზე მუშაობას 2021 წლის ზაფხულში დაიწყებს. ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა.

“ადრე ვთქვი, რომ ჩვენ მივმართავთ ყველა შესაძლო რესურსს ვაქცინის მოსაძებნად. ჩვენ კიდევ გვაქვს გრძელი გზა გასავლელი, გულწრფელი ვიქნები და ვიტყვი, რომ ვაქცინა შეიძლება არც გამოჩნდეს. ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული გამოკვლევა მიმდინარეობს გაერთიანებულ სამეფოში, ამ შაბათ-კვირას ჩვენ ვაცხადებთ, რომ გამოვყოფთ 93 მილიონ ფუნტს, რათა დაგეგმილ თარიღზე 12 თვით ადრე დაიწყოს მუშაობა ვაქცინებისა და ინოვაციების ცენტრმა.” – აცხადებს ჯონსონი.

ახალი ცენტრის დაფუძნების შესახებ 2019 წელს გამოცხადდა ოქსფორდის უნივერსიტეტის, ლონდონის საიმპერატორო კოლეჯისა და ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის სკოლის მიერ. ის უნდა გაეხსნათ 2022 წელს. ადრე, მის შესაქმნელად 76 მილიონი £ (92 მილიონი აშშ დოლარი) გამოიყო. კიდევ დამატებით 38 მილიონი £ (46 მილიონი აშშ დოლარი), ქვეყნის ხელისუფლების განცხადებით, საწარმოო ობიექტის გახსნისთვის მალე გამოიყოფა, რომელიც შეძლებს ამ ზაფხულს მუშაობის დაწყებას და თუკი ტესტები წარმატებით ჩაივლის, კორონავირუსის ვაქცინის წარმოებას დაიწყებს.

ადრე გაერთიანებული სამეფომ თანხები გამოიყო რესურსი 27 პროექტისთვის ახალი კორონავირუსის შესასწავლად და მის წინააღმდეგ საბრძოლველად. ვაქცინების კვლევის ორმა ყველაზე წარმატებულმა პროექტმა მათ შორის კი აპრილში მთავრობისგან გრანტები მიიღო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად