ბრიტანეთის პრემიერმა დამოუკიდებლობის შესახებ ახალი რეფერენდუმის ჩატარებაზე შოტლანდიას უარი უთხრა

ლონდონი დიდი ბრიტანეთისგან შესაძლო განცალკევების შესახებ შოტლანდიაში მეორე რეფერენდუმის ჩატარებას მხარს არ უჭერს,-ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა შოტლანდიის პირველ მინისტრ ნიკოლ სტერჟენისადმი გაგზავნილ წერილში აღნიშნა.

”დამოუკიდებლობის შესახებ მორიგი რეფერენდუმი ხელს შეუწყობს პოლიტიკური სტაგნაციის გაგრძელებას, რომელშიც შოტლანდია ბოლო ათი წლის განმავლობაში იმყოფებოდა”,-განაცხადა ჯონსონმა.

”თქვენ და თქვენმა წინამორბედმა პირადად უნდა გასცეთ დაპირება, რომ 2014 წლის დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი ერთადერთი იყო ამ თაობაში და ის დასრულდა. შოტლანდიელმა ხალხმა გაერთიანებული სამეფოს შენარჩუნებას მხარი ერთხმად დაუჭირა”, – ნათქვამია ბორის ჯონსონის განცხადებაში.

გასული წლის დეკემბერში ნიკოლ სტერჟენმა ლონდონს წერილი გაუგზავნა და ბრიტანეთის პარლამენტს შოტლანდიის დამოუკიდებლობის თაობაზე მორიგი რეფერენდუმის განხილვა შესთავაზა.

მან დამოუკიდებლობის შესახებ მანდატს ”უდაო” უწოდა, რადგან, ბრიტანეთში, დეკემბერში გამართული არჩევნების თანახმად, შოტლანდიის ნაციონალურმა პარტიამ – 59 ადგილიდან 48 მოიპოვა.

სტერჟენმა ასევე აღნიშნა, რომ თუ ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი უარს იტყვის შოტლანდიის თხოვნის შესრულებაზე, მაშინ იგი საკითხის მოსაგვარებლად ყველა ვარიანტს განიხილავს.

”პრემიერმინისტრმა უნდა აგვიხსნათ, რატომ ფიქრობს, რომ დიდი ბრიტანეთი სხვადასხვა ერების ნებაყოფლობითი კავშირი არ არის. მან უნდა აგვიხსნათ, რატომ არ სჯერა, რომ შოტლანდიელ ხალხს თვითმმართველობის უფლება აქვს ”, – დასძინა სტერჟენმა.

ცნობისთვის, შოტლანდიის დამოუკიდებლობის შესახებ პირველი რეფერენდუმი 2014 წლის 18 სექტემბერს გაიმართა.

თარგმანი: თაკო ჩხაიძე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად