ბრიტანეთის პრემიერი იმედოვნებს, რომ ქვეყანა ჩვეულ ცოხვრებას საშობაოდ დაუბრუნდება

ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ბორის ჯონსონის მოლოდინია, რომ ქვეყანა სრულად დაუბრუნდება ნორმალურ ცხოვრებას, რომელიც შეჩერებულია კოროვირუსული პანდემიის გამო, საშობაოდ.

“1 აგვისტოდან სპორტული ცენტრები, ბოულინგ კლუბები, ყინულის მოედნები, კაზინოები შეძლებენ მუშაობის განახლებას, ასევე კოსმეტოლოგებს შეეძლებათ განაახლონ მუშაობა. სამწუხაროდ, ღამის კლუბები და საბავშვო სათამაშო ცენტრები დახურული უნდა დარჩეს”, – თქვა ჯონსონმა პარასკევს პრესკონფერენციაზე.

“დაიშვება 30-მდე ადამიანის საქორწილო ცერემონიაც, უსაფრთხოების ზომების დაცვით”, – განაცხადა პრემიერ მინისტრმა.

აგვისტოს დასაწყისში გამოცხადდება ახალი რეკომენდაციები ოფისებში მუშაობის შესახებ. ახლა კომპანიების ხელმძღვანელებს ურჩევენ კონსულტაციები გაუწიონ თანამშრომლებს და შესთავაზონ მათ დაბრუნდნენ ოფისში მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ იქ გათვალისწინებულია უსაფრთხოების ყველა ზომა.

სექტემბერში სკოლები, საბავშვო ბაღები და კოლეჯები სრულად განაახლებენ მუშაობას. ოქტომბრიდან დაიშვება კონფერენციები და კონცერტები შენობებში.

მან ასევე აღნიშნა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენებასთან დაკავშირებით რეკომენდაციების შემსუბუქებაც მოხდება.

კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა დიდ ბრიტანეთში 45 ათასს აჭარბებს, ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობა 292 კი ათასს შეადგენს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად