ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრი თანამდებობას ტოვებს

ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრმა ფილიპ ჰამონდმა პრემიერმინისტრ ტერეზა მეის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადებით მიმართა. ამის შესახებ მან მიკრობლოგ Twitter- ზე დაწერა.

“სამი წლის მანძილზე ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე მუშაობა ჩემთვის დიდი პატივი იყო “,- დაწერა მან.

ფილიპ ჰამონდი იმედოვნებს, რომ ბრიტანეთის ახალი პრემიერი ბორის ჯონსონი კარგ ფინანსთა მინისტრს აირჩევს.

“მჯერა, რომ თქვენი მემკვიდრე თავისუფლად აირჩევს ახალ ფინანსთა მინისტრს, რომელიც მის პოლიტიკურ კურსს სრულად დაეთანხმება”, – ნათქვამია განცხადებაში.

ჰამონდის მიმართვაში ასევე ნათქვამია, რომ მან ახალ მთავრობას “არჩევანი” დაუტოვა, თუ რამდენად უნდა გაზარდოს მთავრობის ხარჯები, შეამციროს გადასახადები და გაზარდოს ინვესტიცია.

“ათწლეულის შემდეგ, როდესაც 2008-2009 წლებში რეცესია იყო, არჩევანი არ გვქონდა, ახლა ეს ფუფუნებაა, რომელიც ჩვენმა მემკვიდრეებმა გონივრულად უნდა გამოიყენონ”, – დასძინა მან.

ფინანსთა მინისტრმა თანამდებობის დატოვების შესახებ 21 ივლისს განაცხადა. მან მთავრობა გააფრთხილა, რომ პოსტს დატოვებდა, თუ ბორის ჯონსონი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი გახდებოდა.

ფილიპ ჰამონდი Brexit-თან დაკავშირებით ბორის ჯონსონის პოზიციას არ იზიარებს, რომელიც მის განხორციელებას ევროკავშირთან შეთანხმების გარეშე უჭერს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად