ბრიტანეთის პარლამენტში Brexit– ის შესახებ შეთანხმებაზე კენჭისყრა გაიმართება

ბრიტანეთის პარლამენტი სავარაუდოდ, დღეს კენჭს უყრის Brexit– ის შესახებ განახლებულ დოკუმენტს, რომელზეც 17 ოქტომბერს ლონდონი და ევროკავშირი შეთანხმდნენ.

ხელშეკრულების რატიფიცირებისთვის, ბრიტანეთის პრემიერმინისტრ ბორის ჯონსონს უმრავლესობის მხარდაჭერა სჭირდება.

სიტუაციას ისიც ართულებს, რომ ახლა ბორის ჯონსონს პარლამენტში უმრავლესობა არ ჰყავს და მას ოპოზიციის დიდი ნაწილის მხარდაჭერა დასჭირდება.

კერძოდ, ბორის ჯონსონს 320 ადამიანის მხარდაჭერა სჭირდება, რათა ბრიტანეთმა ევროკავშირის დატოვება შეძლოს.

ამჟამად კონსერვატიულ პარტიასა და ჩრდილოეთ ირლანდიის დემოკრატიული კავშირის პარტიას (DUP)  319 პარლამენტარი ჰყავს, თუმცა უმრავლესობის მოპოვებისთვის 320 პარლამენტარია საჭირო.

17 ოქტომბერს, ცნობილი გახდა, რომ ლონდონი და ბრიუსელი Brexit– ის შესახებ ახალ შეთანხმებაზე შეთანხმდნენ.

ახლა, ეს შეთანხმება ბრიტანეთის პარლამენტის მიერ უნდა დამტკიცდეს, რათა ბრიტანეთმა ევროკავშირი 2019 წლის 31 ოქტომბრამდე დატოვოს.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა განაცხადა, რომ შეთანხმება ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოსთვის “სამართლიანია”. მან გასცა რეკომენდაცია, რომ ევროპულმა საბჭომ გარიგება დაამტკიცოს.

ბრიტანეთის ოპოზიციის ლიდერის, ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენლის ჯერემი კორბინის შეფასებით, Brexit- ის შესახებ ახალი შეთანხმება იმაზე საშინელია, ვიდრე ყოფილი პრემიერის ტერეზა მეის დროს იყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად