ბრიტანეთის პარლამენტში Brexit-ის შესახებ კენჭისყრა 15 იანვარს გაიმართება

დიდი ბრიტანეთის პარლამენტში Brexit-ის შესახებ ევროკავშირთან შეთანხმების შესახებ კენჭისყრა 15 იანვარს გაიმართება. ინფორმაციას BBC ბრიტანეთის პარლამენტში წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მანამდე, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ კენჭისყრამდე ერთი კვირით ადრე, 7 იანვრიდან პარლამენტი აღნიშნულ შეთანხმებას განიხილავს. მან დასძინა, რომ თუ პარლამენტი ამ შეთანხმებას უარყოფს, მაშინ სხვა გარიგება არ იქნება.

შეგახსენებთ,  ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა 2019 წლის 29 მარტს არის დაგეგმილი. 2016 წლის ივნისში ჩატარებული რეფერენდუმით განისაზღვრა, რომ ბრიტანეთის  მოქალაქეთა 51.89% -მა მხარი  ქვეყნის ევრკავშირიდან გასვლას დაუჭირა.

დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის პროცესი 2019 წლის 30 მარტს დაიწყება და 2020 წლის 31 დეკემბრამდე გაგრძელდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...