ბრიტანეთის პარლამენტმა მუშაობა შეაჩერა

ბრიტანეთის პარლამენტის შენობასთან, ხიდთან მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად 10-ზე მეტი ადამიანი დაიჭრა. როგორც bbc იტყობინება, მომხდარის გამო, ბრიტანეთის პარლამენტმა  დროებით მუშაობა შეაჩერა.  გარდა ამისა, შენობის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილია. 

პარლამენტარების განცხადებით, მათ დაინახეს, რომ ცივი იარაღით შეიარაღებულმა პირმა პოლიციელი დაჭრა. როგორც ჟურნალისტ კევინ შოფილდი, რომელიც სროლის დროს შენობაში იმყოფებოდა აცხადებს, მან გარედან სროლის ხმა გაიგო და შემდეგ შეძახილებით მოისმინა. ჟურნალისტი ამტკიცებს, რომ მან შეიარაღებული მამაკაცი დაინახა, რომელიც პოლიციას თავს დაესხა.

ბრიტანეთის პარლამენტის ეზოში დაშავებულებს პირველად დახმარებას უწევენ. სხვა თვითმხილველები ასევე იუწყებიან, რომ მათ რამდენიმე დაჭრილი დაინახეს. თუმცა, პოლიცია ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს, რამდენი ადამიანია დაშავებული. როგორც ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ სააგენტო Reuters განუცხადა, თავდასხმა "ცეცხლსასროლი იარაღიდან" განხორციელდა. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარება. პარლამენტის შენობიდან პოლიციამ მოქალაქეების გასვლა აკრძალა. ადგილზე ვერტმფრენებიცაა მობილიზებული. 

კომენტარები
იტვირთება...