ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრი: ბრიტანეთში COVID-ვაქცინაცია სავალდებულო არ იქნება

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა, საჯიდ ჯავიდმა განაცხადა, რომ მთავრობა კორონავირუსის საწინააღმდეგო სავალდებულო ვაქცინაციის შემოღებას არ განიხილავს. ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.

ჯავიდის თქმით, ვაქცინაცია ადამიანის ნებაყოფლობითი გადაწყვეტილება უნდა იყოს. ვინც ყოყმანობს, უნდა იყოს ინფორმირებული და წახალისებული, რომ ვაქცინაციის სურვილი გაუჩნდეს.

“ავსტრიას და სხვა ქვეყნებს შეუძლიათ, თავად გადაწყვიტონ, რა გააკეთონ… ჩვენ ვხედავთ, რომ გვყავს ისეთები, ვინც ყოყმანობს ვაქცინაციის შესახებ, თუმცა საბედნიეროდ, ასეთები ბევრად ნაკლებია, ვიდრე ბევრ სხვა ქვეყანაში“, – განაცხადა ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა.

ცნობისთვის, ავსტრია 2022 წლის 1 თებერვლიდან COVID-19-ის საწინააღმდეგო სავალდებულო ვაქცინაციას აწესებს.

კომენტარები
იტვირთება...