ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტმა დაადასტურა, რომ კორონავირუსით ინფიცირების ორი შემთხვევა გამოვლინდა

ბრიტანელმა ექიმებმა ახალი ტიპის კოროვირუსით ინფიცირების ორი დადასტურებული შემთხვევა გამოავლინეს, ინფორმაციას ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს.

”შეგვიძლია დაადასტუროთ, რომ ინგლისში კორონავირუსზე ორი პაციენტის ტესტის შედეგები დადებითია. ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

მათი განმარტებით, ავადმყოფებს სპეციალური მკურნალობა უტარდებათ.

გარდა ამისა, ბრიტანეთის ჯანდაცვის სამინისტრო, აქტიურად ცდილობს დაადგინოს, ვისთან ჰქონდათ კონტაქტი ინფიცირებულებს, რათა დაავადების შემდგომი გავრცელება არ მოხდეს.

ცნობისთვის, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსის მიერ გამოწვეული პნევმონიის 1,982 შემთხვევაა რეგისტრირებული, დაიღუპა 43 ადამიანი. გარდაცვალების 42 შემთხვევა ჰუბეის პროვინციაში დაფიქსირდა, რომელიც დაავადების გავრცელების ეპიცენტრია, ხოლო ერთი ადამიანი – რუსეთის მოსაზღვრე ჰეილუნცზიანის პროვინციაში. მთლიანობაში, ჩინეთში დაავადების გავრცელების შემდეგ, კორონავირუსით ინფიცირების 9 692 შემთხვევა დადასტურდა, დაფიქსირდა 213 ფატალური შედეგი. მკურნალობის კურსის გავლის შემდეგ, 171 ადამიანი საავადმყოფოებიდან გაწერეს.

გარდა ამისა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) 30 იანვარს გამართული საგანგებო შეხვედრის შემდეგ, კორონავირუს # nCoV2019-ის გამოვლენის შემდეგ, საზოგადოებრივი ჯანდაცვის თვალსაზრისით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

თარგმანი: თაკო ჩხაიძე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად