ბრიტანეთის ელჩი: საქართველო ამ არჩევნებით უნდა ამაყობდეს

ბრიტანეთის ელჩის ალექსანდრა ჰოლ ჰოლის განცხადებით, გულდასაწყვეტია, რომ არჩევნებთან დაკავშირებით გარკვეული ადამიანები ძალადობაზე საუბრობენ. 

"მე საგარეჯოში არჩევნების მიმდინარეობას ვაკვირდებოდი. საარჩევნო ადმინისტრაციამ კენჭისყრის პროცესი პროფესიონალურად წარმართა. მოქალაქეებმა საკუთარი ნება დააფიქსირეს, საქართველო ამით უნდა ამაყობდეს. 

ამის ფონზე, გარკვეული ადამიანების მხრიდან ძალადობაზე საუბარი გულდასაწყვეტია. 

ვიმედოვნებ, რომ მომავალი კვირების მანძილზე, საერთაშორისო საზოგადოების პოლიტიკური პარტიები მოლაპარაკებათა მაგიდებს მიუსხდებიან, რადგან ჩვენ აქ თქვენი ქვეყნის მხარდასაჭერად ვიმყოფებით", – განაცხადა ელჩა ჟურნალისტებთან საუბრისას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...