ბრიტანეთი უხანიდან თანამოქალაქეების ევაკუაციას და მათ იზოლირებას გეგმავს

ბრიტანეთის მთავრობა უხანიდან დაახლოებით 200 თანამოქალაქის ევაკუაციას გეგმავს, რომლებიც ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, 14 კვირის განმავლობაში იზოლირებული იქნებიან. BBC News- ისა და Daily Telegraph- ის წყაროების ცნობით, კარანტინი სამხედრო ობიექტზე გამოცხადდება.

ჯანდაცვის მინისტრმა მეთ ჰენკოკმა მიკრობლოგ Twitter- ზე ევაკუაციისა და იზოლირების გეგმა დაადასტურა. მისი თქმით, მოქალაქეებს ყველა საჭირო სამედიცინო დახმარებას ჩაუტარებენ.

ისინი, ვინც დიდ ბრიტანეთში ჩინეთის სხვა პროვინციებიდან დაბრუნდებიან, სთხოვენ, 14 დღის განმავლობაში იზოლირებულ მდგომარეობაში იყვნენ და ხელისუფლების მიერ გაცემული რეკომენდაციები გაითვალისწინონ.

დღესვე, ავიაკომპანია “ბრიტანეთის ავიახაზებმა” ( British Airways)  “ჰითროუს” აეროპორტიდან შანხაისა და პეკინში ყველა რეისის გაუქმების შესახებ განაცხადა. უსაფრთხოების ზომების გამო, გადაწყვეტილება 31 იანვრამდე იქნება ძალაში.

ანალოგიური გადაწყვეტილებმა მიიღეს ასევე United Airlines-მა, Air Canada- მ, Cathay Pacific Airways- მა და რამდენიმე რუსულმა ავიაკომპანიამ.

დღეს, 29 იანვარს აშშ-ს 240 მოქალაქე, მათ შორის დიპლომატები, ქალაქ უხანიდან თვითმფრინავით გაიყვანეს. სააგენტო AP– ის ცნობით, მათ თვითმფრინავში ილუმინატორი არ იყო. აშშ-ში ჩასვლისთანავე, ამერიკელებს კორონავირუსზე შეამოწმებენ.

უხანიდან თანამოქალაქეები ასევე იაპონიამაც გაიყვანა. ოთხი მგზავრი სასწრაფო დახმარების ავტომობილით ტოკიოს საავადმყოფოში გადაიყვანეს. ოთხივე მათგანს სიცხე და ხველება აღენიშნებოდა, მათგან ორს უკვე დასმული ჰქონდა პნევმონიის დიაგნოზი. თუმცა, არის თუ არა ეს ახალი კორონავირუსით გამოწვეული, ჯერჯერობით უცნობია.

თარგმანი: თაკო ჩხაიძე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად