ბრიტანეთი საფრანგეთს არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლისთვის 62.7 მილიონ ევროს გადაუხდის

აღნიშნული თანხა საფრანგეთის ხელისუფლებას სანაპირო ზოლზე პატრულირების ზონის გაფართოებისა და ოფიცერთა რაოდენობის გაორმაგების შესაძლებლობას მისცემს. იუწყება Euronews.

ზომების გაძლიერების გადაწყვეტილება მხარეებმა მიიღეს მას შემდეგ, რაც ორშაბათს ლა-მანშის სრუტე ადამიანთა რეკორდულმა რაოდენობამ – 430-მა არალეგალმა მიგრანტმა ნავების საშუალებით გადაკვეთა.

მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ლა-მანში 8 000-მდე მიგრანტმა გადაკვეთა.

კომენტარები
იტვირთება...