ბრიტანეთი, კორონავირუსის პრევენციისთვის, აწესებს ახალ შეზღუდვებს, რომლებიც 6 თვე იქნება ძალაში

ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა, ბორის ჯონსონმა გამოაცხადა ახალი საკარანტინო წესები, რომლებიც ძალაში მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში იქნება. ამის შესახებ იუწყება Reuters.

ჯონსონმა მათ, ვისაც სახლიდან შეუძლია მუშაობა, ოფისებში სიარულის შეწყვეტისაკენ მოუწოდა. გარდა ამისა, საზოგადოებრივ ადგილებში ახლა ყოველთვის საჭიროა ნიღბების ტარება, ამ წესის შეუსრულებლობისთვის ჯარიმა 200 გირვანქა სტერლინგამდე გაიზარდა.

ცალკეული ზომები მიზნად ისახავს ქორწილებში ხალხის რაოდენობის 15 ადამიანამდე შეზღუდვას. ამ შემთხვევაში, თუ პოლიცია ვერ გააკონტროლებს ზომებს, ხელისუფლებას შეეძლება მიმართოს ჯარს.

”ვწუხვარ, რომ ეს გავლენას მოახდენს ბიზნესის დიდ ნაწილზე, მაგრამ ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ”, – თქვა პრემიერ მინისტრმა. ამრიგად, ინგლისში, სადაც ექვსზე მეტი ადამიანის ჯგუფში შეკრება აღარ არის შესაძლებელი, შეზღუდვები გაიზრდება, თუმცა მცირე ბიზნესის მხრიდან საკარანტინო რეჟიმიდან გამოწვეული სერიოზული ზარალის შესახებ პრეტენზიების ფონზე, მთავრობა არ მიიღებს უფრო მკაცრ ზომებს.

ახალი შეზღუდვების ფარგლებში, ბარები და რესტორნები ღამის 10 საათზე დაიკეტება და აიკრძალება თვითმომსახურება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად