ცნობილი ბრიტანელი შემსრულებელი Jessie J, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით 3 მილიონი ალბომი და 20 მილიონი სინგლი აქვს გაყიდული, საქართველოს ესტუმრება და 2019 წლის 6 აგვისტოს, „ბლექ სი არენაზე“ კონცერტს გამართავს. ინფორმაციას “ბლექ სი არენა“ Facebook-ზე ავრცელებს.
Jessie J მუსიკალურმა სამყარომ 2011 წელს გამოცემული სადებიუტო ალბომით Who You Are გაიცნო. BRIT Awards-ის ჯილდოს მომტანი ალბომი ისეთ ჩანაწერებს შეიცავდა, როგორებიცაა “Price Tag”, “Domino” და “Laserlight” – კომპოზიციებს, რომლებმაც არტისტის მომავალი კარიერა მნიშვნელოვნად განსაზღვრა.
2019 წელს Jessie J განაგრძობს მსოფლიოში მოგზაურობას და მსმენელს როგორც ძველ, ასევე საკუთარ უახლეს ჰიტებს უზიარებს. სწორედ ამგვარი რეპერტუარით წარდგება „ბლექ სი არენას“ მსმენელის წინაშეც.
ბილეთების გაყიდვა დაიწყება ხვალ, 8 მაისს, საღამოს 20:00 საათზე საიტებზე TKT.ge – tkt.ge/JessieJ
Eventer.ge – https://eventer.ge/jessiej
ბილეთის ფასი 50-დან 250 ლარამდე იქნება.