ბრიტანელი მეცნიერები: გრიპით და COVID19-ით ერთდროული დაინფიცირება სიკვდილის რისკს 6-ჯერ ზრდის

გრიპისა და კორონავირუსის ერთდროულმა ზემოქმედებამ შეიძლება სიკვდილის რისკი 6-ჯერ გაზარდოს. ბრიტანელი მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების შესახებ MedicalXpress იუწყება.

ცოტა ხნის წინ გამოჩნდა ინფორმაცია მოსახლეობაში გრიპისა და SARS-CoV-2-ის ინფიცირების გამოვლენილ შემთხვევებზე. ბრიტანელ მეცნიერთა მიერ ჩატარებულმა კვლევამ დაადგინა, რომ ვირუსების ეს კომბინაცია ექვსჯერ ზრდის სიკვდილის რისკს.

ლივერპულის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ლაბორატორიაში შეისწავლეს ამ ვირუსების გავლენა მღრღნელებზე. ისინი ჯერ გრიპის ვირუსით დააინფიცირეს, შემდეგ კი თითქმის დაუყოვნებლივ SARS-CoV-2–ით დაავადეს. დაკვირვებებმა აჩვენა სიმპტომების ყველაზე მწვავე განვითარება თაგვებში კოვიდინფექციით: ანთებითი რეაქცია გაიზარდა და ასეთ დროს უფრო მეტი მღრღნელი გარდაიცვალა, ვიდრე ერთ-ერთი ვირუსით ინფიცირების შემთხვევაში.

აქვე, აღნიშნავენ, რომ ეს შედეგები ადასტურებს გრიპის ვაქცინაციის მნიშვნელობას კორონავირუსის პანდემიის ფონზე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად