ბრიტანელი მეცნიერები: “დელტა პლუს” შტამი სავარაუდოდ კიდევ უფრო გადამდებია

გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის უსაფრთხოების სააგენტოს ცნობით,  COVID-19-ის დელტა პლუს ვარიანტი, აჩვენებს რისკს, რომ შესაძლოა კიდევ უფრო გადამდები იყოს. 

ამ ეტაპზე ცნობები იმის შესახებ, რომ დელტას ახალი ქვეკატეგორია უფრო მძიმე ავადობას იწვევს, არ არსებობს.

მეცნიერები, რომლებიც დელტა შტამის ახალ ვარიანტს იკვლევენ, აცხადებენ, რომ დიდი ალბათობით უკვე არსებული ვაქცინები მის მიმართაც საკმაოდ ეფექტური დაცვის საშუალება იქნება.

ამავდროულად, მკვლევრები აღნიშნავენ, რომ Delta Plus-ით / AY.4.2-ის შემთხვევებმა დიდ ბრიტანეთში მნიშვნელოვნად იმატა.

ოფიციალური ინფორმაციით, ინგლისში დაფიქსირებულ ახალ შემთხვევათა 6%-სწორედ ამ კატეგორიის შტამია.

ცნობისთვი, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში COVID-19-ის B.1.617.2 შტამი, რომელიც თავდაპირველად ინდოეთში გამოვლინდა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ახალი კლასიფიკაციით “დელტა” ეწოდა, უკვე სულ მცირე, 193 ქვეყანაში და ტერიტორიაზეა დაფიქსირებული.

კომენტარები
იტვირთება...