ბრიტანელი მასწავლებელი, რომელიც იაპონიაში დაიკარგა, გარდაცვლილი იპოვნეს

მას პირველი ივლისიდან ეძებდნენ. იუწყება BBC.

28 წლის ელის ჰოჯკინსონი კანაგავის პრეფექტურაში, Shane English School-ში ინგლისურ ენას ასწავლიდა. მისი ძებნა დაიწყეს მას შემდეგ, რაც სამსახურში არ გამოცხადდა და მისმა მენეჯერმა ამის შესახებ სამართალდამცველებს განუცხადა.

ახლობლების თქმით, ელისი უკონფლიქტო ადამიანი იყო. მომხდარზე დამატებითი დეტალები უცნობია.

კომენტარები
იტვირთება...