ბრიტანელი კონსერვატორი დეპუტატები მთავრობას ლტოლვილების ფოლკლენდის კუნძულებზე გადაყვანას სთავაზობენ

„გარდიანი” კონსერვატორი დეპუტატების მიერ Brexit-ის შემდგომ ერთობ მომრავლებული თავშესაფრის მაძიებლების პრობლემის გადაჭრის გზად მიჩნეული იდეის შესახებ წერს

არასათანადო სასაზღვრო კონტროლის გამო მომრავლებული თავშესაფრის მაძიებლებით უკმაყოფილო ამომრჩეველთა დამშვიდების მიზნით კონსერვატორი დეპუტატები მთავრობას ექსტრემალურ იდეებს აწვდიან.

კონსერვატორი დეპუტატები მინისტრებს დიდ ბრიტანეთში პატარა ნავებით ჩასული თავშესაფრის მაძიებელთა ფოლკლენდის კუნძულებზე გაგზავნისკენ მოუწოდებენ.

პარლამენტის წევრი ლი ანდერსონი მიიჩნევს, რომ თავშესაფრის მაძიებლების მათი საქმეების განხილვის დასრულებამდე ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიებზე გადაყვანს შესახებ გადაწყვეტილება რაც შეიძლება სწრაფად უნდა იქნეს მიღებული.

„მე ამ მიზნით ფოკლენდის კუნძულების (გამოყენების) მომხრე ვიქნებოდი. ვაცნობოთ მათ, რომ თუ ჩამოვლენ, მათ აქედან 8000 მილის დაშორებით გადააგზავნიან – ამ ხალხის ჩამოშორების ერთადერთი გზაა”, – ამბობს ანდერსონი.

ბრიტანელი მაღალი თნამდებობის ჩინოვნიკები თქმით, უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში პატარა ნავებით ბრიტანეთში მოხვედრის მცდელობისას დაიღუპა სულ მცირე 10 ადამიანი. უკანასკნელი ორი კვირის მანძილზე ორჯერ იყო ისეთი დღე, როდესაც ბრიტანეთის სანაპიროებს პატარა ნავებით 1000-ზე მეტი ადამიანი მიადგა.

მიმდინარე წლის განმავლობაში ლა-მანში პატარა ნავებით 24700-ზე მეტმა კაცმა გადაცურა, რაც თითქმის სამჯერ მეტია 2020 წელთან შედარებით.

შეგახსენებთ, რომ თავშესაფრის მაძიებლების ევროპის გარეთ არსებულ ლტოლვილთა თავშესაფრებში დეპორტაციის შესახებ გადაწყვეტილება დანიამ მიმდინარე წლის ზაფხულის დასაწყისში მიიღო

დანია თავშესაფრის მაძიებლების ევროპის გარეთ არსებულ ლტოლვილთა თავშესაფრებში დეპორტაციას მოახდენს

კომენტარები
იტვირთება...