ბრიტანელი კონსერვატორები ტერეზა მეის გადადგომის საკითხს განიხილავენ

დაახლოებით 50-მა ბრიტანელმა კონსერვატორმა პარლამენტარმა შეხვედრა გამართა, სადაც პრემიერმინისტრის ტერეზა მეის გადადგომის საკითხზე იმსჯელეს. ამის შესახებ Sky News- ი წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

პარლამენტარები მიიჩნევენ, რომ ამჟამინდელ პრემიერმინისტრს ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის საკითხზე ნათელი გეგმა არ გააჩნია და სტრუქტურიდან გასვლისთვის შესაბამისი პირობები არ არსებობს.
ტელეარხის ცნობით, ტერეზა მეის გადადგომისთვის 48 დეპუტატის განაცხადის შეგროვებაა საჭირო, რათა მთავრობის მეთაურს უნდობლობა გამოუცხადონ. როგორც ტელეარხის წყაროები აღნიშნავენ, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კოორდინირებული სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა შესაძლოა საკითხი რამდენიმე კვირაში საჯარო გახდეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად