ბრიტანელი კომიკოსი და მსახიობი, ფრედი სტარი 77 წლის ასაკში გარდაიცვალა

ცნობილი ბრიტანელი კომიკოსი და მსახიობი ფრედი სტარი ესპანეთში, საკუთარ სახლში 77 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების შემდეგ ინფორმაცია სოციალურ ქსელში მსახიობის მენეჯერმა დაადასტურა. ინფორმაციას გამოცემა Daily Telegraph-ი ავრცელებს.

მისი ცხედარი კოსტა დელ სოლში, მსახიობის ბინაში იპოვეს. 2011 წელს, კომიკოსს გულის შეტევა დაემართა.

ჟურნალ The Sun- ის თანახმად, ბრიტანელი კომიკოსი 70-იანი, 80-იანი და 90-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური “ვარსკვლავი” იყო.

ფრედი სტარი იძულებული გახდა, დიდ ბრიტანეთში საკუთარი სახლი გაეყიდა. ის 2015 წელს ესპნანეთში საცხოვრებლად გადავიდა, მას შემდეგ, რაც 1974 წელს სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად