ბრიტანელ მსახიობ იდრის ელბას კორონავირუსი დაუდგინდა

ბრიტანელ მსახიობ იდრის ელბას, COVID-19 ტიპის ახალი კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ იგი თავის Twitter-ზე წერს.

“დღეს დილით გავიარე COVID-19 ტიპის ახალი კორონავირუსის ტესტი, რომლის შედეგიც დადებითი აღმოჩნდა. თავს კარგად ვგრძნობ, სიმპტომები არ მაქვს, მაგრამ ვიმყოფები თვითიზოლაციაში”, – წერს იდრის ელბა.

დღევანდელი მონაცემების მიხედვით, 2019-nCoV ტიპის ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 183 304 ადამიანი შეადგინა. ვირუსის შედეგად დაღუპულთა საერთო რაოდენობა კი 7 166-მდე გაიზარდა. საერთო ჯამში ახალი კორონავირუსისგან 79 731 პაციენტი განიკურნა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად