ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში ბაგრატ ნინიაშვილი ყაზახ იესეტ კუანოვთან დამარცხდა (ვიდეო)

ყაზანის გრან სლემზე დასრულდა ასპარეზობა 66 კგ წონით კატეგორიაში

ყაზანის გრან სლემის ბრინჯაოს მედლისთვის ბაგრატ ნინიაშვილი ყაზახ იესეტ კუანოვს შეხვდა.

უილეთოდ მიმდინარე შეხვედრის ბოლო წუთზე კუანოვმა ვაზარი აუღო ნინიაშვილს და იქვე შებოჭა კიდევაც

ამ წონაში გამარჯვება რუსმა მურად ჩოპანოვმა მოიპოვა. მეორე ადგილზე ბელარუსი დმიტრი მუნკოვი გავიდა, მესამე ადგილი კი ყაზახ სპორტსმენთან ერთად რუსმა იაკუბ შამილოვმა დაიკავა

კომენტარები
იტვირთება...