„ბრენტფორდთან” გასვლაზე ფრემ „ლივერპულს” ერთპიროვნული ლიდერობა მოუტანა

ინგლისის პრემიერლიგაში 6 ტურის შეხვედრები დაიწყო

პრემიერლიგის სამი ლიდერიდან ორმა საკუთარ მინდორზე განიცადა მარცხი, მესამემ კი გასვლაზე ფრედ დაასრულა შეხვედრა და ერთპიროვნული ლიდერი გახდა.

ცენტრალური შეხვედრა ლონდონში, „ჩელსის” და „მანჩესტერ სიტის” შორის, სტუმართა გამარჯვებით დასრულდა. გოლი შეხვედრის 53-ე წუთზე გაბრიელ ჯესუსმა გაიტანა.

მანჩესტერში, „მანჩესტერ იუნაიტედმა” 88-ე წუთზე კორტნი ჰაუსის მიერ მიღებული გოლის საპასუხო გოლის გატანის შანსი გაუშვა ხელიდან და „ასტონ ვილასთან” დამარცხდა. სტუმართა კარში 90+3 წუთზე დანიშნული თერთმეტმეტრიანის დარტყმის შესრულება კრიშტიანუ რონალდუმ თანამემამულე ბრუნუ ფერნადეშს დაუთმო, მან კი ბურთი კარს ზემოდან გადააცილა.

„ლივერპულმა“ „ბრენტფორდთან” შეხვედრაში 82-ე წუთზე გაუშვა ხელიდან გამარჯვება, თუმცა ერთპიროვნულად გალიდერებისთვის ფრეც საკმარისი აღმოჩნდა.
„ბრეტფორდი” – „ლივერპული” 3:3(1:1)
გოლები: 27′ ითან პინოკი 1:0, 31′ დიეგუ ჯოტა 1;1, 54′ მოჰამედ სალაჰი 1:2, 63′ ვიტალი იანელტი 2:2, 67′ კიორტის ჯონსი 2:3, 82′ იოან ვისა 3:3

„დინამო” თბილისის ყოფილი ფეხბურთელის და მწვრთნელის, ჩისკო მუნიოსის „უოტფორდმა საკუთარ მინდორზე „ნიუკასლთან” ფრედ 1:1(0:1) დაასრულა შეხვედრა

„ლესტერი” – „ბარნლი” 2:2(1:2)
„ევერტონი’ – „ნორვიჩ სიტი” 2:0(1:0)
„ლიდსი” – ვესტ ჰემი” 1:2(1:0)

„ლივერპული” – 14
„მანჩესტერ სიტი” – 13
„ჩელსი” 13
„მანჩესტერ იუნაიტედი” 13
„ევერტონი” 13

„ბრაიტონ ენდ ჰოუვ ალბიონს” 5 თამაშიდან 12 ქულა აქვს

კომენტარები
იტვირთება...