Brent-ის მარკის ნავთობის ფასი ბარელზე 33 აშშ დოლარზე ქვემოთ დაეცა

Brent-ის მარკის ნავთობის მაისის ფიუჩერსების ფასი ბარელზე 32,9 აშშ დოლარზე ქვემოთ დაეცა.

WTI მარკის ნავთობის მაისის ფიუჩერსების ფასი კი ბარელზე 30,89 აშშ დოლარამდე.

ამგვარად, ნავთობის ფასმა კლავ ვარდნა დაიწყო. ნავთობის ფასების სამომავლო ტრაექტორია მთელ რიგ ფაუქტორებზე იქნება დამოკიდებული, მათ შორის ნავთობის მწარმოებლებზე, ნედლ ნავთობზე მოთხოვნის შემცირებაზე ახალი კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით და სხვა.

აპრილიდან OPEC-ის შეთანხმების ყველა მონაწილე აღარაა ვალდებული შეამციროს ნავთობის მოპოვება.

2019-nCoV ტიპის ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 126 258 ადამიანი შეადგინა. ვირუსის შედეგად დაღუპულთა საერთო რაოდენობა კი 4 638-მდე გაიზარდა.

დაღუპულთაგან თითქმის ყველა ჩინეთის ტერიტორიაზე გარდაიცვალა, ხოლო რაც შეეხება დანარჩენს – 3 მათგანი ჰონგ-კონგში დაიღუპა, 2 – ფილიპინებზე, 16 – იაპონიაში, 1 – ტაივანში, 48 – საფრანგეთში, 7 – საკრუიზო ლაინერ Diamond Princess-ზე, 827 – იტალიაში, 66 – სამხრეთ კორეაში, 354 – ირანში, 38 – აშშ-ში, 3 – ავსტრალიაში, 1 – ტაილანდში, 7 – ერაყში, 55 – ესპანეთში, 2 – სან მარინოში, 3 – შვეიცარიაში, 8 – დიდ ბრიტანეთში, 1 – არგენტინაში, 5 – ნიდერლანდებში, 1 – ეგვიპტეში, 3 – გერმანიაში, 3 – ლიბანში, 3 – ბელგიაში, 1 – ალბანეთში, 1 – ბულგარეთში, 1 – ინდოეთში, 1 – ირლანდიაში, 1 – პანამაში.

საერთო ჯამში ახალი კორონავირუსისგან 68 284 პაციენტი განიკურნა.

ახალი ტიპის კორონავირუსმა, 2019 წლის დეკემბერში, ჩინეთის ქალაქ უხანში იფეთქა. უხანი კი პროვინცია ხუბეის ეკუთვნის. შემდეგ ვირუსის შემთხვევები აგრეთვე დაფიქსირდა ჩინეთის ყველა რეგიონში, იაპონიაში, სინგაპურში, ტაილანდში, აშშ-ში, კანადაში, საფრანგეთში, რუსეთში და კიდევ სხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად