BRENT-ის მარკის ნავთობის ფასი ბარელზე 41$-მდე დაეცა

იანვრის თვის ფიუჩერსების ფასი Brent-ის მარკის ნავთობზე, ლონდონის ბირჟა ICE-ზე, ბარელზე 41$-მდე დაეცა.

"გაზპრომბანკის ანალოიტიკოსის ალექანდრე ნაზაროვის თქმით, ნავთობის ფასის დაცემის მიზეზი ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციის (OPEC) მიერ გადაწყვეტილების მიღების გაწელვა წარმოადგენს.

"ეს აშკარა მტკიცებულებაა იმისა, რომ ორგანიზაციას აღარ აქვს უნარი გავლენა იქონიოს ფასებზე", – აღნიშნავს ანალიტიკოსი.

აღნიშნულ მოსაზრებას დაეთანხმა “ალფა-ბანკის” ანალიტიკოსი ალექსანდრ კორნილოვი.

"იმ შემთხვევაში, თუ ბრენტი 40 დოლარს ქვემოთ ჩავა, ეს კატასტროფა იქნება ნავთობის ბაზრისათვის", – აღნიშნა ალექსანდრ კორნილოვმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად