Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 60 აშშ დოლარზე დაბლა დაეცა

ICE-ის სავაჭრო ბირჟაზე, Brent-ის მარკის ნავთობის ფასი ბარელზე 59,86 აშშ დოლარამდე დაეცა, მანამდე კი 60 აშშ დოლარი ღირდა.

WTI-ის მარკის ნავთობის სექტემბრის ფიუჩერსები კი, ბარელზე 54,78 აშშ დოლარი ღირდა.

1 აგვისტოს, Brent-ის ფიუჩერსები გაიაფდა თითქმის 6%-ით და ბარელზე 61,05 აშშ დოლარი ღირდა, რის შემდეგაც ფასმა დაცემა გააგრძელა. ექსპერტებმა, მსგავსი ფაქტი დაუკავშირეს აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას, ჩინეთთან ვაჭრობაში დამატებითი საბაჟო გადასახადების დაწესების შესახებ და აგრეთვე იმ სავაჭრო ომს ორ ქვეყანას შორის, რომელიც ჩიხში შევიდა.

1 აგვისტოს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ სექტემბერში ჩინურ საქონელს 10%-ისან საბაჟო გადასახადს დაუწესებს, რაც საერთო ჯამში 300 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის თანხა იქნება.

5 აგვისტოს, ჩინეთის სახალხო ბანკმა ახალი გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც ერთი აშშ დოლარი 6,9225 იუანია. ამგვარად, იუანის კურსი, ბოლო 10 წლის განმავლობაში მინიმალურ მაჩვენებლამდე დაეცა. ამის შემდეგ კი, დონალდ ტრამპმა ჩინეთს ვალუტით მანიპულატორი უწოდა. ამასთან, ჩინეთის რეგულატორი აცხადებს, რომ გაცვლით კურსს სავაჭრო ომში გამარჯვების მოსაპოვებლად არ იყენებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...