Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 60 აშშ დოლარამდე დაეცა

29 ნოემბრის მდგომარეობით, Brent-ის მარკის თებერვლის ფიუჩერსების ფასი ბარელზე 60,45 აშშ დოლარამდე დაეცა, რაც 3,55 აშშ დოლარით ნაკლებია იმ მაჩვენებელზე, რომელიც ერთი დღით ადრე დაფიქსირდა – 64 აშშ დოლარი.

28 ნოემბერს, ვაჭრობის დახურვისას, Brent-ის მარკის ნავთობის ფასი ბარელზეა 63,27 აშშ დოლარს შეადგენდა, ხოლო 29 ნოემბერს, ღირებულებამ დაცემა დაიწყო. დღის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 60,45 აშშ დოლარი იყო.

29 ნოემბერს ამერიკული WTI-ს ფასიც დაეცა – 57,7-დან 55,53 აშშ დოლარამდე.

როგორც Reuters-ი აღნიშნავს, ნოემბერში Brent-მა და WTI-მ, აშშ-ისა და ჩინეთის სავაჭრო შეთანხმების ლოდინის ფონზე მცირე ზრდა აჩვენეს. თუმცა, კოტირებები მაშინვე ქვემოთ წავიდა მას მერე, რაც პეკინი ვაშინგტონს საპასუხო ზომების მიღებით დაემუქრა.

გარდა ამისა, სიტუაციაზე აგრეთვე გავლენას ახდენს OPEC+ სამიტის მოლოდინი, რომელიც მომდევნო კვირაში უნდა გაიმართოს.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მოსალოდნელია, რომ ნავთობის მოპოვების შემცირების შესახებ შეთანხმება 2020 წლის შუა პერიოდამდე გახანგრძლივდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად