Brent-ის მარკის ნავთობის ღირებულება ბარელზე 27 აშშ დოლარამდე გაიზარდა

Brent-ის მარკის მაისის ფიუჩერსების ფასი, 26 მარტის ვაჭრობის შედეგად 1,2%-იტ გაიზარდა და ბარელზე 27,55 აშშ დოლარი შეადგინა. ამაზე ლონდონის სავაჭრო ბირჟა ICE-ს მონაცემები მოწმობს.

ივნისის ფიუჩერსების ფასი კი ბარელზე 30 აშშ დოლარი ღირს. ეს 70 ცენტით ნაკლებია, ვიდრე გუშინდელი მაქსიმალური მაჩვენებელი.

ტექსასური WTI-ის მარკის ნავთობის ფასი კი ბარელზე 24,45 აშშ დოლარს შეადგენს.

წინა დღეს კი, ლონდონის ბირჟაზე ნავთობის ფასი 26 აშშ დოლარამდე დაეცა, თუმცა შემდეგ მდგომარეობა დასტაბილურდა და ფასმა ბარელზე 27,8 აშშ დოლარამდე აიწია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად