ბრეგაძე ლომჯარიაზე: მოძალადე ჯგუფებს გვიწოდებს და ბოდიში მოიხადოს ასეთი შეფასებისთვის!

“ქალბატონი ლომჯარია, ჩვენ გვიწოდებს მოძალადე ჯგუფებს, მე მოვითხოვ მისგან რომ მოიხადოს ბოდიში ასეთი შეფასების გამო!”,-ამის შესახებ, “ქართული მარშის” ერთ-ერთმა ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ სახალხო დამცველის ოფისში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

“ქართული მარში” მოითხოვს, სახალხო დამცველმა ფილმში “და ჩვენ ვიცეკვეთ” ბავშვების მონაწილეობის საკითხი შეისწავლოს. ბრეგაძის განცხადებით, გადაღება მშობლების მოტყუებით მოხდა.

“ქალბატონი ლომჯარია, ჩვენ გვიწოდებს მოძალადე ჯგუფებს, მე მოვითხოვ მისგან რომ მოიხადოს ბოდიში ასეთი შეფასების გამო!

დღეს აქ უპრეცედენტო რამ ხდება. სახალხო დამცველი სამართალდამცავი ორგანოების და დაცვის შესაბამისი სამსახურის მეშვეობით ცდილობს რომ ჩვენ არ მიგვიშვას იქამდე.

ბოლო წუთს გააუქმეს შეხვედრა და მეუბნებიან რომ ჩვენ გვინდოდა შინაურული საუბარი, თუ პრესა და ტელევზია მოვიდოდა არ ვიცოდითო. რატომ ეშინია ჩემთან შეხვედრა პრესასთან და მედიასთან ერთად?!”,-ამბობს სანდრო ბრეგაძე.

შეგახსენებთ, სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია 8 ნოემბერს კინოთეატრ ამირანთან მიმდინარე აქციას გამოეხმაურა. ლომჯარია ამბობს, რომ გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლით უნდა დაიწყოს:

“მე მინდა ვთქვა, რომ ის, რაც ვნახეთ კინოთეატრ ამირანის წინ ეს არ იყო მშვიდობიანი გამოხატვა, ჩვენ იქ ვნახეთ ძალადობა და ანა სუბელიანი არის ამ ძალადობის შედეგად დაზარალებული პირი. შესაბამისად მე მიმაჩნია, რომ პასუხისგებაში უნდა მიეცნენ არა მხოლოდ ის პირები ვინც ადგილზე ძალადობდა, არამედ ვფიქრობ, რომ ადგილი ქონდა ძალადობის ორგანიზებას. გამოძიება უნდა დაიწყოს ძალადობის ორგანიზების მუხლით. ვინაიდან ამ ძალადობას ჩემი აზრით ჰყავდა ორგანიზატორები და წამხალისებლები და ადგილი ჰქონდა ძალადობისკენ მოწოდებებს”

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად