ბრეგაძე: ჩვენ ვუწყობთ ჯოჯოხეთს იმ ადამიანებს, ვინც ცდილობს გარყვნას ჩვენი მომავალი თაობები და დაანგრიონ ეკლესია

“ჩვენ ვუწყობთ ჯოჯოხეთს იმ ადამიანებს, რომლებიც მანამდე საქართველოს უწყობდნენ ჯოჯოხეთს, ცდილობენ გარყვნან ჩვენი მომავალი თაობები, დაანგრიონ ეკლესია” – ამის შესახებ პოლიტიკური პარტია “ქართული მარშის” ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.

„დარწმუნებული ვარ 21-ე საუკუნეში, ჩვენს დღეებში და ეპოქაში რომ ემოღვაწევათ მერაბ კოსტავას და ზვიად გამსახურდიას, აუცილებლად ეს „ლიბერასტული კლასტერის“ წარმომადგენლები მათ შერაცხავდნენ ჰომოფობებად და ქსენოფობედად.
ამ შემთხვევაში იდეოლოგიაზე მაქვს საუბარი და იმ ღირებულებებზე რასაც მერაბი და ზვიადი ქადაგებდა. იმ ღირებულებებზე რასაც ეროვნული მოძრაობა ქადაგებდა, იმ ღირებულებებზე, რომლზეც იდგა და დგას ქართული სახელმწიფოებრიობა. თუ კი ეს ყველაფერი არის რადიკალიზმი, აგრესიულობა, ქსენოფობია, მაშინ მე რადიკალი ვარ, აგრესიულიც და ქსენოფობიც ვარ.
ჩვენ ვუწყობთ ჯოჯოხეთს იმ ადამიანებს, რომლებიც მანამდე საქართველოს უწყობდნენ ჯოჯოხეთს, ცდილობენ გარყვნან ჩვენი მომავალი თაობები, დაანგრიონ ეკლესია, რომლებიც ცდილობენ დაანგრიონ ყოველგვარი ქართული, ცდილობენ გადააშენონ ქართველი ერი, გააპარტახონ და მიწასთან გაასწორონ ყველა ის ღირებულება, რომელიც თქვენმა წინაპარმა, ჩემმა წინაპრებმა და ჩვენმა წინა თაობებმა დაგვიტოვეს. მათ სურთ გაანადგურონ ის ღირებულებები, რომელზეც დგას ქართული სახელმწიფო“ – განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.

შეგახსენებთ, “ქართული მარში” 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად