ბრეგაძე: ბერძენიშვილი ნაძირალაა! მისი მიტინგზე გამოჩენა წმინდა წყლის პროვოკაცია იყო!

ამის შესახებ კინოთეატრ “ამირანთან” მიმდინარე საპროტესტო აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა სანდრო ბრეგაძემ განაცხადა.

“ჩვენ, ჩვენი მშვიდობიანი პროტესტით მთელ მსოფლიოს დავანახეთ, რომ ქართველი ერი არ შეეგუება ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდას.

რაც შეეხება პიროტექტნიკის გამოყენებას, ჩვენი ღმა რწმენით, ეს არის პროვოკატორების გაკეთებული და სამართალდამცავ ორგანოებს მოვუწოდებთ, რომ გააკეთონ ამაზე რეაგირება. ფაქოტბრივად, ჩვენ ჩვენება ჩავშალეთ. ნახევრად ცარიელ დარბაზში ჩატარდა.

სახლში და იმაში რაც არ უნდა ის გააკეთოს. აქ არის ათასობით ადამიანი, ათასობით ქართველმა დაანახა, რომ ეს არის მიუღებელი ქართველი ერისთვის.

მე პირდპირი გეუბნებით, დავით ბერძენიშვილის გამოჩენა ამ მიტინგზე იყო წმინდა წყლის პროვოკაცია და დავით ბერძენიშვილი არის ნაძირალა, ეს რომ გააკეთა. დავით ბერძენიშვილი მოვიდა იმისთვის, აქ მისთვის ვინმეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიეყენებინა. მე ამ ნასედკას, ინაურის ნასედკას, “თვითმფრინავის ბიჭებს” ნასედკად ჰყავდათ ჩასმული…” – განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.

შეგახსენებთ, დავით ბერძენიშვილი აქციის  მონაწილეებთან მივიდა და განაადა; “სოლიდარობას ვუცხადებ იმ ხალხს, ვისაც ფილმის ყურება უნდა. აქ არიან მაგრები, როცა ვეუბნები, ინდივიდუალურად მოდით თუ რაიმე პრეტენზია გაქვთ, დავილაპარაკოთ მეთქი, მაშინ კურდღლები არიან.  არსებითია ის, რომ ესა ხელოვნებაა.

ადამიანებს აქვთ უფლება, ნახონ ფილმი, რომელიც ბევრ ქვეყანაში მოწონებულია, ეს ხალხი, რომლებსაც კომუნისტების მანდატები ჰქონდათ, ახლა გახდნენ მორწმუნეები.

სანდრო ბრეგაძე ყველა ხელისუფლების შეკვეთას არსულებდა, ის რუსეთის შეკვეთის შემსრულებელი ადამიანია.

ასე, შეგახსენებთ, რომ “ამირანთან” მიმდინარე აქციაზე 2 პირი დააკავეს.

ცნობისათვის: საქართველოს კინოთეატრებში 8 ნოემბრიდან ლევან აკინის ფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ“ გამოჩნდება, რომელიც ქართულ-ფრანგულ-შვედური ნამუშევარია.

ფილმმა უკვე მიიღო არაერთი საერთაშორისო ჯილდო, მათ შორის ჩიკაგოს, სარაევოსა და ოდესის კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა. აღნიშნული ჩვენების ჩაშლას გეგმავენ, როგორც საპატრიარქოს ნაწილი, ისე “ქართული მარშის” წარმომადგენლები, რომლებიც აანონსებენ, რომ ამ ფილმის ჩვენებას ყველა კინოთეატრში ჩაშლიან.

ასევე, ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ განაცხადა:  გავწევთ პოლიციელებს, მაინც შევალთ კინოთეატრებში და ვთიშავთ ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩვენებას.

საზოგადოების მხრიდან მაღალი ინტერესის გამო, ფილმზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია. ასევე, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ფილმ And then we danced-ის პრემიერის ჩაშლის დაანონსების გამო, შეშფოთებას გამოთქვამს და ყველა ადამიანს მოუწოდებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ფილმის ჩვენების ხელის შეშლისგან.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად