ბრეგაძე And then we danced-ზე: ფილმის მესვეურებს სირცხვილის კორიდორს მოვუწყობთ

“ჩვენ მაყურებელთან არ გვაქვს საქმე. მაყურებელი მაყურებელია. აქ საუბარია ფილმის შემქნებელბზე”,-ამის შესახებ, ქართული მარშის ერთ-ერთმა ლიდერმა, სანდრო ბრეგაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

“ჩვენ მაყურებელთან არ გვაქვს საქმე. მაყურებელი მაყურებელია. აქ საუბარია ფილმის შემქნებელბზე, მეესვეურებზე და სპონსორებზე. პირველ რიგში იმ პოლიტიკურად ანგაჟირებულ ჯგუფებზე, რომლებიც იქ აპირებენ მოსვლას.

ეს არის პირდაპირ გეტყვით, გიგა ბოკერიას ე.წ. ევროპელი დემოკრატები და “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები, აგრეთვე “რესპუბლიკური პარტიის” წარმომადგენლები.

ჩვენ მშვიდობიანად განვთავსდებით კინოთეატრის მიმდებარეთ. გავაკეთებთ ერთგვარ ჯაჭვს, სირცხვილის კორიდორს. სადაც, მოუწევთ გავლა ფილმის მესვეურებს, პროდიუსერი, რეჟისორი, რომელიც მგონი აქ არ არის და დანარჩენები ვინც არიან. ამ ადამიანებს ამ კორიდორში მოუწევთ გასვლა. სირცხვილის კორდოში გასვლა, არ არის ადვილი საქმე”,-ამბობს სანდრო ბერგაძე.

P.S. არაერთხელ გაჟღერდა განცხადებები, რომელიც ლგბტქ თემის მისამართით შეიცავს სიძულვილის ენას. “აიპრესი” ემიჯნება ყოველგვარ ჰომოფობიურ განცხადებებს. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ინფორმაციის გავრცელების მიზანია საზოგადოებამ სათანადო შეფასება მისცეს მსგავსი სახის მოძრაობებს და მათ ლიდერებს.

„ქართული მარში“ და ბიზნესმენი ლევან ვასაძე ფილმის ჩაშლით იმუქრება. მათი თქმით, ფილმში ნაჩვენები 2 ახალგაზრდა მამაკაცის სასიყვარულო ისტორია ქართულ ფასეულობებს ეწინააღმდეგება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად