ბრეგაძე And then we danced-ზე: არ დავუშვებთ ფილმის ჩვენებას, მშვიდობიან ბლოკირებას გავაკეთებთ

“ბლოკირება არაძალადობრივია, არ ვაპირებთ ფიზიკურ კონტაქტს, არც ფილმის მესვეურებთან, არც პოლიციასთან”,-ამის შესახებ, ქართული მარშის ერთ-ერთმა ლიდერმა, სანდრო ბრეგაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

“აქცია მიმართული იქნება გეი პროპაგანდისტული ფილმის წინააღმდეგ. ჩვენ საქართველოს მოსახლეობას ვაძლევთ იმის გარანტიას რომ არ დავუშვებთ ამ ფილმის ჩვენებას. ჩვენ ვიმოქმედებთ მშვიდობიანად. მოგვივიდა ინფორმაცია რომ აპირებენ პროვოკატორების შემოგზავნას. მე ყველას ურჩევ, ვინც აპირებს ამას, დარჩეს სახლში. ჩვენ ვართ შიშველი ხელებით, მშვიდობიანი დემონსტრანტები, გვაქვს ეფექტური მეთოდები, რომელსაც ჩვენ ჩავრთვთ ამ გარყვნილების პროპაგანტისტული კინოს ჩვენებისას.

ეფექტური მეთოდებია ის რომ არ მივცემთ კინოს ადმინისიტრაციას და ამ ფილმის მესვეურნებს ამ ფილმის გაშვების საშუალებას. ჩვენ გავუკეთებთ ბლოკირებას მათ შვიდობიანად. არ მივცემთ საშუალებას ამ გარყვნილების პრემიერა მოხდეს. არ შევუშვებთ შენობაში, ოღონდ არა ძალადობრივი მეთოდებით.”,-ამბობს სანდრო ბრეგაძე.

P.S. არაერთხელ გაჟღერდა განცხადებები, რომელიც ლგბტქ თემის მისამართით შეიცავს სიძულვილის ენას. “აიპრესი” ემიჯნება ყოველგვარ ჰომოფობიურ განცხადებებს. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ინფორმაციის გავრცელების მიზანია საზოგადოებამ სათანადო შეფასება მისცეს მსგავსი სახის მოძრაობებს და მათ ლიდერებს.

„ქართული მარში“ და ბიზნესმენი ლევან ვასაძე ფილმის ჩაშლით იმუქრება. მათი თქმით, ფილმში ნაჩვენები 2 ახალგაზრდა მამაკაცის სასიყვარულო ისტორია ქართულ ფასეულობებს ეწინააღმდეგება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად