ბრაზილიის პრზიდენტის პრეს-სპიკერი, რომელსაც კორონა ვირუსი დაუდგინდა, სადილად დონალდ ტრამპს სტუმრობდა

ბრაზილიის პრეზიდენტის პრეს-სპიკერი, რომელსაც კორონა ვირუსით დაავადება დაუდგინეს, გასულ შაბათ-კვირას აშს-ს პრეზიდენტს დონალდ ტრამპს შეხვდა. ამის შესახებ CNN ორ სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით იტყობინება.

ბრაზილიის პრეზიდენტის ჯეირა ბოლსონაროს პრეს-სპიკერს ფაბიო ვაინგანტერს კორონა ვირუსით დაავადება დაუდასტურდა. ამის შესახებ CNN ორ სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით იტყობინება.

ბრაზილიის პრეზიდენტის პრესსპიკერი განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშაა.

გასულ შაბათ-კვირას ვაინგანტერი ბრაზილიის პრეზიდენტთან ერთად ამერიკის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს სტუმრობდა სადილზე. შეხვედრა მარ-ა-ლაგოში გაიმართა.

ვაინგანტერმა შეხვედრის ამსახველი ფოტო რამდენიმე დღის წინ საკუთარ ინსტაგრამზე გამოაქვეყნა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად