ბრაზილიის პრეზიდენტს სურს, მისი შვილი აშშ-ს ელჩი გახდეს

ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ ინიციატივით გამოდის, რომ თავისი შვილი ედუარდო აშშ-ში ელჩის თანამდებობაზე დაინიშნოს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, ელჩად დანიშვნა მისი შვილის სურვილზე იქნება დამოკიდებული, რომელიც ამჟამად კონგრესმენის თანამდებობას იკავებს.
თავად ედუარდომ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ის შესაძლოა წინადადებას დათანხმდეს. გარდა ამისა, ბოლსონარუ უმცროსის კანდიდატურა პარლამენტმაც უნდა დაამტკიცოს.
საინფორმაციო სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ჟაირ ბოლსონარუ, რომელიც 2019 წელს პრეზიდენტი გახდა, დონალდ ტრამპის შესახებ დადებითად საუბრობს და, როგორც ამერიკის პრეზიდენტთან, ასევე მისი ოჯახის წევრებთანაც მჭიდრო კავშირი აქვს.
კერძოდ, როგორც სააგენტო წერს, ედუარდო ბოლსონარუ პრეზიდენტს რჩევებს საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებზე აძლევს: შარშან ოქტომბერში მამამისის არჩევის შემდეგ, ედუარდო ვაშინგტონში ერთ-ერთი პირველი წარმომადგენელი გახდა, სადაც დონალდ ტრამპის სიძეს, ჯარედ კუშნერს შეხვდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...