ბრაზილიის პრეზიდენტს იარაღის ტარებაზე კანონის შემსუბუქება სურს, თუმცა პარლამენტი წინააღმდეგია

ბრაზილიაში, სენატის კომიტეტმა პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონაროს ბრძანებულება უარყო, რომელიც მოქალაქეებისთვის იარაღის ტარების თაობაზე კანონს მნიშვნელოვნად ამსუბუქებდა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ფედერალურმა სენატმა – ეროვნული კონგრესის ზედა პალატამ – მთლიანობაში აღნიშნულ საკითხზე კენჭისყრის შედეგები უნდა გაითვალისწინოს.
მიუხედავად იმისა, სენატორები დოკუმენტს დაამტკიცებენ თუ უარყოფენ, ის პარლამენტის ქვედა პალატას კენჭისყრისთვის უნდა გადაეცეს.
ბრაზილიაში მკვლელობის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება. შემთხვევების ნახევარი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით მოხდა. თუმცა, ამის მიუხედავად, ჟაირ ბოლსონარმა იარაღის ტარების შესახებ კანონმდებლობის გამარტივებაზე ბრძანება გამოსცა.
განკარგულების საბოლოოდ უარყოფის მიზნით, ორივე სენატმა და დეპუტატთა პალატამ დოკუმენტის მხარდაჭერაზე უარი უნდა თქვას. თუ რომელიმე ორგანო განკარგულებას დაამტკიცებს, ის ამოქმედდება.

იარაღის ტარებაზე კანონმდებლობის შემსუბუება ჟაირ ბოლსონაროს საარჩევნო კამპანიის მთავარი დაპირება იყო, რომელმაც თანამდებობა 1 იანვარს დაიკავა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...