ბრაზილიის პრეზიდენტმა ვენესუელაში სამხედრო ინტერვენცია გამორიცხა

ბრაზილიის პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარუმ ვენესუელაში სამხედრო ინტერვენცია გამორიცხა, მან ეს გადაწყვეტილება ვიეტნამის ომს შეადარა. ამის შესახებ მან ტელეკომპანია Rede Vida-ს ეთერში განაცხადა. ჩანაწერი YouTube-ზე გავრცელდა.

მისი თქმით, ქვეყნის კომპლექსური ტოპოგრაფია იმ ფაქტამდე მიგვიყვანს, რომ ნებისმიერი მხარე, რომელსაც ტერიტორიაზე შეჭრა სურს, საფრთხეში ჩავარდება.

მან დასძინა, რომ მიუხედავად ვენესუელაში არსებული მწვავე პოლიტიკური და სოციალური პრობლემებისა, პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს კუბიდან, ჩინეთიდან და რუსეთიდან მხარდაჭერა აქვს, რაც მისი პოზიციების განმტკიცებას ხელს უწყობს.

გარდა ამისა,ბრაზილიის პრეზიდენტმა თავისი ამერიკელი კოლეგა დონალდ ტრამპი ვენესუელის წინააღმდეგ სანქციების დაწესების გამო შეაქო.

24 სექტემბერს, დონალდ ტრამპმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლიდან ნიკოლას მადუროს “კუბის მარიონეტი” უწოდა,რომელიც მისი თქმით, “საკუთარ ხალხს ემალება”. ტრამპის შეფასებით, ვენესუელაში ადამიანის უფლებები უხეშად ირღვევა.

აღნიშნულის საპასუხოდ, ვენესუელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხორხე არეასმა დონალდ ტრამპს ”იმპერიალიზმის და კაპიტალიზმის მარიონეტი” უწოდა. არეასის თანახმად, რეგიონის სხვა ქვეყნები, რომლებიც ვენესუელის ოპოზიციის ლიდერს ხუან გუაიდოს ლეგიტიმურად აღიარებენ, აშშ-ს მარიონეტები არიან.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად