ბრაზილიის პრეზიდენტმა ლეონარდო დი კაპრიო ამაზონის ტყის ხანძრების გაჩენაში დაადანაშაულა

ბრაზილიის პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარუმ, ჰოლივუდის მსახიობი ლეონარდო დი კაპრიო არასამთავრობო ორგანიზაციის დაფინანსებაში დაადანაშაულა. მისი ვერსიით, სწორედ ეს ორგანიზაცია აჩენს ტყის ხანძრებს ამაზონში.

„დი კაპრიო ხომ მაგარი ბიჭია, არა? ფულს ამაზონის ტყის ხანძრების გაჩენაში რომ აძლევს…“ – აცხადებს პრეზიდენტი.

ამასთან, ბრაზილიის პრეზიდენტს, ბრალდებებთან ერთად არანაირი დამადასტურებელი საბუთი არ წარუდგენია.

„ფოტოებს უღებენ, აგზავნიან ამ არასამთავრობო ორგანიზაციაში, რომელიც ავრცელებს შემდეგ ამ ფოტოებს, მერე უკავშირდებიან ლეონარდო დი კაპრიოს, რომელიც ამ ორგანიზაციას 500 000 აშშ დოლარს უხდის“, – აცხადებს პრეზიდენტი.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ბრაზილიის პრეზიდენტმა აღნიშნული განცხადება შტატ პარაში ჩატარებული სპეცოპერაციის ფონზე გააკეთა. ოპერაციის ფარგლებში, რომელიც 26 ნოემბერს განხორციელდა, დააკავეს 4 პირი, რომლებიც არასამთავრობო

ორგანიზაციასთან არიან კავშირში. ისინი ეჭვმიტანილნი იყვნენ ტყეების მიზანმიმართულ გადაწვაში, რათა შემდეგ მიეღოთ ფულადი რესურსი საქველმოქმედო და სხვა ფონდებიდან, თუმცა ისინი ორ დღეში გაათავისუფლეს.

ლეონარდო დი კაპრიოს და მისი წარმომადგენლის მხრიდან კი ჯერჯერობით ამასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაკეთებულა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად