ბრაზილიის პრეზიდენტმა, ამაზონის ტყის ხანძრების ჩასაქრობად სამხედროები გაგზავნა

ბრაზილიის პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარუმ ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის მიხედვითაც ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს უფლება ექნება ამაზონის ტყის ხანძრების წინააღმდეგ სამუშაოებში ჩაერთოს.

სამხედროები აგრეთვე ჩაერთვებიან ეკოლოგიური დანაშაულებების პრევენციისა და რეპრესიულ სამუშაოებში და რეგიონში წესრიგს დაიცავენ.

ამასთან, სამხედროების ზუსტ რაოდენობა ჯერჯერობით ცნობილი არ არის. რესურსს ქვეყნის თავდაცვის მინისტრი გადაანაწილებს. ბრძანებულება ძალაში დღეს შევიდა და 24 სექტემბრამდე დარჩება მოქმედებაში.

თავის მიმართვაში, ბრაზილიის პრეზიდენტმა აგრეთვე განაცხადა, რომ ამაზონის ხანძრები დაკავშირებულია ცხელ და მშრალ კლიმატთან, აგრეთვე ძლიერ ქართან. მისი თქმით, ამ რეგიონში ეს ყოველწლიურად ხდება.

„ტყის ხანძრები მთელს მსოფლიოში არსებობს, ეს ვერ გახდება შესაძლო საერთაშორისო სანქციების დაწესების მიზეზი“, – განაცხადა ბოლსონარუმ.

ამაზონი მსოფლიოში ყველაზე დიდი ტროპიკული ტყეა. მისი ფართობი, 5,5 მილიონ კვადრატულ კილომეტრზე მეტია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ის დაახლოებით 17-ჯერ დაიტევს ინგლისსა და ირლანდიას. ამაზონის ტყე მდებარეობს სამხრეთ ამერიკაში და მოიცავს მთელ ბრაზილიას, ბოლივიას, პერუს, ეკვადორს, კოლუმბიას, ვენესუელას, გაიანას, სურინამს და საფრანგეთის გვიანას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...