ბრაზილიის პრეზიდენტი, წარმატებული ოპერაციის შემდეგ საავადმყოფოდან გაწერეს

ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ, შარდის ბუშტიდან კენჭის მოშორების ოპერაციის შემდეგ სან პაულოს კლინიკიდან გაწერეს. ამის შესახებ Globo TV სამედიცინო დაწესებულებაზე დაყრდნობით იუწყება.

”პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ, რომელიც პარასკევ დილით ალბერტ აინშტაინის კლინიკაში მოათავსეს, დღეს 13:30 საათზე გაწერეს”, – აცხადებს ტელეარხი კლინიკის პრესსამსახურზე დაყრდნობით. განმარტებულია, რომ პოლიტიკოსი უკვე გაფრინდა ბრაზილიაში, სადაც სავარაუდოდ, იგი სამუშაოს ორშაბათს დაუბრუნდება.

აგვისტოს ბოლოს, სახელმწიფოს მეთაურს ჩაუტარდა ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა. მის თირკმელში ლობიოზე ოდნავ დიდი ზომის კენჭი აღმოაჩინეს. პარასკევს, ქვეყნის მეთაურს საათნახევრიანი ოპერაცია ჩაუტარდა.

პრეზიდენტობის პერიოდში ბოლსონარუ რამდენჯერმე მოათავსეს საავადმყოფოში. გასული წლის დეკემბერში იგი დაეცა თავის რეზიდენციაში, რის შემდეგაც, როგორც მან თავად აღიარა, გარკვეული დროის განმავლობაში მეხსიერება დაკარგა. მანამდე ბოლსონარუმ პრესას განუცხადა, რომ მას ეჭვი ჰქონდა კანის კიბოზე, მაგრამ ჰისტოლოგიურმა გამოკვლევამ არ დაადასტურა მისი შიში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად