ბრაზილიის პრეზიდენტი მისი დაინფიცირების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს

ამის შესახებ ჟაირ ბოლსონარუ თავის ფეისბუქის გვერდზე წერს

დღეს, თავდაპირველად, გაზეთმა odia-მ დაწერა, რომ მის ჟურნალისტს პრეზიდენტის სასახლეში მყოფი წყაროდან უშუალოდ ჰქონდა მიღებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც პრეზიდენტის ტესტმა კორონავირუსზე დადებითი შედეგი აჩვენა და ამჯერად განმეორებით ტესტირების შედეგს ელოდებიან.

მოგვიანებით მსოფლიოს სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს ეს ინფორმაცია, ხოლო  foxnews-მა დაწერა, რომ შეუძლია დაადასტუროს ინფორმაციის სისწორე.

foxnews-ი თავდაპირველად წერდა, რომ პრეზიდენტის შვილმა ედუარდომ დაუდასტურა მას ტესტირების დადებითი შედეგი. იქვე ედუარდო აღნიშნავდა, რომ დიაგნოზის დადასტურების მიზნით კიდევ ერთი ტესტირება ჩატარდა და მისი პასუხი დღეს გახდება ცნობილი.

ცოტა ხნის წინ foxnews-მა დაწერა, რომ ედუარდო ამერიკულ ახალ ამბების სააგენტოებთან უარყოფს პრეზიდენტის ინფიცირების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.

ახლახან ბრაზილის პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარომ ფეისბუქით  უარყო ინფორმაცია  კორონავირუსით დაინფიცირების შესახებ.


შეგახსენებთ, რომ ბრაზილიის პრეზიდენტი თავის პრეს-სპიკერთან ერთად გასულ შაბათ-კვირას  ამერიკის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს სტუმრობდა სადილზე. ოთხშაბათს პრეს-სპიკერ კორონავირუსით ინფიცირება დაუდგინდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად