ბრაზილიის პირველი ლედი კორონავირუსით დაინფიცირდა

კორონავირუსი დაუდგინდა ბრაზილიის პრეზიდენტის ჟაირ ბოლსონაროს მეუღლეს, მიშელ ბოლსონაროს. ამის შესახებ სახელმწიფო მეთაურის პრესსამსახურმა განაცხადა.

”მიშელ ბოლსონარომ ხუთშაბათს, 30 ივლისს, ჩააბარა ტესტი კორონავირუსზე, რომლის შედეგიც დადებითი აღმოჩნდა”, – ნათქვამია განცხადებაში. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეფასებულია, როგორც კარგი, დაზუსტებულია, რომ იგი შეასრულებს სანიტარიულ მოთხოვნებს, რომლებიც დადგენილია ამგვარი შემთხვევებისთვის. ”პირველი ქალბატონი იქნება პრეზიდენტის ადმინისტრაციის სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ”, – ნათქვამია პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცოტა ხნის წინ, ბრაზილიის ლიდერმა თავად გადაიტანა კორონავირუსი. 7 ივლისს მან განაცხადა, რომ კორონავირუსზე მისმა ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა. მისი თქმით, იგი თავს შეუძლოდ გრძნობდა მხოლოდ პირველ ხანებში, რის შემდეგაც მან დაიწყო ჰიდროქსიქლოროქინის მიღება, თუმცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დაასკვნა, რომ პრეპარატს არანაირი დადებითი ეფექტი არ აქვს, როდესაც კორონავირუსით დაავადებულ პაციენტებში იყენებდნენ.

მისი მეუღლის გარდა, კორონავირუსული ინფექცია დაუდგინდა მის 37 წლის ნათესავს, მიშელ ბოლსონაროს და მისი ბებიას მარია აპარესიდა ფირმა ფერეირას.

ბრაზილია, სადაც კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა 26 თებერვალს, მეორე ადგილზეა იმ ქვეყნების სიაში, რომელთაც ყველაზე მეტი ინფიცირებული და დაღუპული ჰყავთ, იგი მხოლოდ შეერთებულ შტატებს ჩამორჩება. ბოლო მონაცემებით, რესპუბლიკაში კორონავირუსული ინფექციის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 2,553,265-ს მიაღწია, ხოლო გარდაიცვალა 90,134 ადამიანი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად